თბილისსა და რეგიონებში 10 პირი დააკავეს. მიზეზი საშინელია

482

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ათი პირი დააკავეს, რომელთა შორის ოთხი ნარკორეალიზატორია.

ხუთ დაკავებულს ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა, ერთ კი მათი ქვეყანაში უკანონო შემოტანა ედება. დაკავებულებს შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „ალფა პვპ“, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ და „მეტადონი“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.